მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ულოცავს

"ქალბატონო პრეზიდენტო, პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით თქვენ და თქვენს ხალხს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს და გულითადად გილოცავთ მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - ეროვნულ დღესასწაულს.
 
ნამდვილად საამაყოა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხი.
 
ჩვენი თანამშრომლობისათვის დამახასიათებელი ნიშნებია ჩვენს ერებს შორის მაღალი დონის კონტაქტები და კიდევ უფრო მზარდი ურთიერთსასარგებლო ჩართულობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა სფეროებში.
 
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, აღნიშნული თანამშრომლობა წარმატებით განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.
 
მსურს აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანელი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს კორონავირუსის  პანდემიით გამოწვეულ რთულ პერიოდში, რომლის წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას.
 
ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მუდმივ კეთილდღეობას", - აღნიშნავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
Add to Twitter Add to Facebook