მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყან

საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ მიულოცა, მათ შორის მონარქებმა: გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ, იაპონიის იმპერატორმა ნარუჰიტომ და რომის პაპმა ფრანცისკემ.
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მისალოც წერილში აღნიშნნულია, რომ ხშირად რთულ რეგიონულ კონტექსტსა და პოლიტიკურ ვითარებაში, დამოუკიდებელმა საქართველომ შეძლო დროის მოკლე პერიოდში გამხდარიყო დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც პატივს სცემენ.
„საფრანგეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო შეძლებს, შემდგომ წლებში გააგრძელოს მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაღება მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის, და ამავდროულად, გააგრძელებს კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და თავისი დემოკრატიული კულტურის გამყარებას. ემანუელ მაკრონი დასძენს, რომ ამ ყოველივეში საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. საფრანგეთმა და საქართველომ განავითარეს განსაკუთრებული, ისტორიულ ფესვებზე დამყარებული კავშირი, რომელიც დაფუძნებულია ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ ნდობასა და მეგობრობაზე და რომელიც, დღეს, თვით თქვენს მიერ გამოვლილი გზით განსახიერდება.
​,,ეს ძალიან მახარებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამილახვრის სახელობის სტრუქტურული დიალოგი, რომელიც ჩვენ, გასულ თებერვალს, პარიზში თქვენი ვიზიტისას დავაფუძნეთ, საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი ყველა სფეროში გამოვიყენოთ, - აღნიშნავს გზავნილში ემანუელ მაკრონი. საქართველოს პრეზიდენტისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნავს, საქართველოს მომავალშიც აქტიურად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებასა და ეკონომიკის მდგრად განვითარებაში. ესტონეთის პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირში და აღნიშნავს, რომ რეფორმების გზა და კანონის უზენაესობის გაძლიერება საშუალებას აძლევს საქართველოს მზად იყოს იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირსა და ნატოში შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მისალოც წერილში ხაზგასმულია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ისტორიული, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები. „მე მჯერა, რომ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა, ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, განვითარდება და გაფართოვდება ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამისად“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის მილოცვაში.
Add to Twitter Add to Facebook