მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა

ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დღეს, ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოს და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები. სალომე ზურაბიშვილმა და ანდჟეი დუდამ ერთმანეთს თანმხლები ოფიციალური პირები წარუდგინეს. საქართველოს პრეზიდენტი პოლონურ ენაზე მიესალმა საპატიო ყარაულის ჯარისკაცებს და პატივი მიაგო სამხედრო დროშას. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა პირისპირ მოლაპარაკებები გამართეს. 

Add to Twitter Add to Facebook