მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საჯარო ინფორმაცია | სამართლებრივი აქტები | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ​N 282

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ​N 282

N 282      2018 წლის      19 ივლისი      ქ. თბილისი
 
„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N928 ბრძანებულებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
 
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N928 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 29/11/2013, 010220020.08.002. 016899) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
 
ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე
ლია მუხაშავრია - იურისტი, უფლებადამცველი
ეკა გიგაური - ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექ-ტორი
ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი - მწერალი, დრამატურგი
რევაზ კიკნაძე - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატო-რიის რექტორი
კონსტანტინე ჯანდიერი - მწერალი
გივი შაჰნაზარი - მწერალი
მიტროპოლიტი
თეოდორე (ჭუაძე)
 
-
 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი
კიკნაძე - იურისტი
არინა თავაქარაშვილი - პედაგოგი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი