მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საჯარო ინფორმაცია | სამართლებრივი აქტები | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ​N 299

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ​N 299

N 299    2018 წლის   31 ივლისი   ქ. თბილისი
 
„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
 
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 27/03/2014; 010210000.08.002.016923) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული წესის:

1.  მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 10.

1. კომისია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებებს  ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დაწესებულებები კომისიის წერილობით მიმართვაზე პასუხის გაცემას უზრუნველყოფენ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“.
2. მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11.
 1. მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებებს, ხოლო ცნობისათვის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სასჯელმოხდილი პირის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

2. მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ინფორმაცია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს (შემდეგში - სამსახური) ეგზავნება კომისიის შესაბამისი სხდომის შედეგად მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ასეთი განკარგულების გამოცემისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა ინდივიდუალურად და კონფიდენციალურობის დაცვით აცნობებს თითოეულ მსჯავრდებულს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
                                                         გიორგი მარგველაშვილი