მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საჯარო ინფორმაცია | სამართლებრივი აქტები | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ​N 300

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ​N 300

N 300    2018 წლის   1 აგვისტო   ქ. თბილისი
 
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 27.03.2014, 010210050.08.002.016919)  შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აპარატის სტრუქტურაში იქმნება პროტოკოლის და საორგანიზაციო საქმეთა განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
5. პროტოკოლის და საორგანიზაციო საქმეთა განყოფილების ფუნქციები და ამოცანებია:
ა) აპარატში მიმდინარე დავალებების შესრულების კოორდინაცია და შესრულების პროცესის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება;
ბ) აპარატში მიმდინარე დავალებების შესრულებისას წარმოშობილი ხარვეზების აღმოფხვრის ხელშეწყობა;
გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზება;
დ) აპარატის თანამდებობის პირთა ოფიციალური შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, საპროტოკოლო უზრუნველყოფა;
ე) აპარატის თანამშრომლების მივლინების ორგანიზება;
ვ) საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების პროტოკოლის სამსახურებთან ურთიერთობა;
ზ) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება.“.
მუხლი 2.  ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
გიორგი მარგველაშვილი