მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საჯარო ინფორმაცია | სამართლებრივი აქტები | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 14

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 14

N 14       2018 წლის      18 იანვარი       ქ. თბილისი
 
საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
        მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის              მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 10/06/2014, 010110000.08.002.016938) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლს დაემატოს 32 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„32. კომისიის თავმჯდომარის საქმიანობა ანაზღაურებადია. კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.“.
მუხლი 2.  ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
გიორგი მარგველაშვილი