მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საჯარო ინფორმაცია | სამართლებრივი აქტები | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 25

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 25

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე




მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
  1. მე-3 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტში:
ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას,  წყვეტს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხს;“;
ა.გ) დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს ადმინისტრაციის მოხელეთა შეფასების მეთოდს, ასევე დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესს.“;
ბ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ახორციელებს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.“.
  1. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტში:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების (დანიშვნა, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება და სხვ.), ასევე ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;“;
ბ) დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) ადმინისტრაციის მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;“;
გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და სხვა დოკუმენტაციის მართვა, შესაბამისი ინფორმაციის ასახვა საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში;“.
  1. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) ახორციელებს უშუალოდ დაქვემდებარებული მოხელის შეფასებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.
მუხლი 2.  ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი