მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საჯარო ინფორმაცია | სამართლებრივი აქტები | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 378

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 378

N 378         2017 წლის      26 დეკემბერი       ქ. თბილისი
 
საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
        მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის             მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 10/06/2014, 010110000.08.002.016938) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლში:
  1.  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის ორი წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე)  ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთაგან, ორი წევრი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ხოლო თითო წევრი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და სააგენტოს წარმომადგენელთაგან, ამავე უწყებების წარდგინებით.“.
  1. დაემატოს 41  და 42 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„41. კომისიის წევრის მიერ მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების, შეუსრულებლობის ან ისეთი საქმიანობისას, რამაც კომისიის დისკრედიტაცია შეიძლება გამოიწვიოს, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს წარმდგენ უწყებას კომისიის წევრის გაწვევის თაობაზე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კომისიის წევრის გაწვევის ან გაწვევაზე უარის თქმის შესახებ.
42. კომისიის თავმჯდომარის მიმართ 41 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ინიციირება ხორციელდება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის გადაწყვეტილებით.“.
მუხლი 2. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის 15  იანვრამდე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების ამოქმედების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.  
მუხლი 3. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 15 იანვრიდან.
 
 
გიორგი მარგველაშვილი