მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საჯარო ინფორმაცია | სამართლებრივი აქტები | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 394

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 394

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის დაარსების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე
 
მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს „ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის დაარსების შესახებ“ შეთანხმებას.
მუხლი 2. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ ბრძანებულების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს გენადი არველაძეს.
 
 
გიორგი მარგველაშვილი
 
პრემიერ-მინისტრი                                                                                    მამუკა ბახტაძე