მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საჯარო ინფორმაცია | სამართლებრივი აქტები | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 467

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 467

„საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 9 ოქტომბრის N412 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე



მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 9 ოქტომბრის N412 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 16/10/2014, 190020070.08.002.016960) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული წესის:
  1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  2. ადმინისტრაციაში შემოსული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავებას, სისტემატიზაციასა და შენახვას უზრუნველყოფს საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი (შემდეგში - დეპარტამენტი).“.
  3. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  4. დაფინანსების შემთხვევაში, ადმინისტრაცია დეპარტამენტის მეშვეობით უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს დაფინანსების მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგი.
  5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციის უზრუნველსაყოფად, დეპარტამენტი უფლებამოსილია დაფინანსებული პირებისაგან მოითხოვოს დაფინანსების მიზნობრივად ხარჯვის შესახებ შუალედური ან/და საბოლოო ინფორმაცია.“.
  6. 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
                                                                            
  • გიორგი მარგველაშვილი