მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საჯარო ინფორმაცია | სამართლებრივი აქტები | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 499

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 499

„საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის                             9 ოქტომბრის N412 ბრძანებულებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე
 
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 9 ოქტომბრის N412 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge,16/10/2014, 190020070.08.002.016960) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად, ასევე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
 
 
გიორგი მარგველაშვილი