მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საჯარო ინფორმაცია | სამართლებრივი აქტები | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 510

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 510

"საქართველოში საპროტოკოლო ნისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის N386 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 


მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის N386 ბრძანებულებაში (სსმ, 110, 16/10/2001, 010.340.000.05.002.002) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული წესის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია
  1. თანამდებობის დაკავების წინ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი წარმოთქვამს საპროგრამო სიტყვას და დებს ფიცს: „მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცერემონიალი იმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს.
  3. ფიცის დადებამდე შემოაქვთ საქართველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი მარჯვენა ხელს ადებს საქართველოს კონსტიტუციას და წარმოთქვამს ფიცს. ფიცის დამთავრებისთანავე სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და 7 საზეიმო საარტილერიო ზალპი. აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა. ცერემონიალში მონაწილეობენ საქართველოს შეიარაღებული ძალები.
  4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ცერემონიალს ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წევრები. ცერემონიალს შეიძლება ესწრებოდნენ საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებიდან მოწვეული სხვა პირები.“.
  5. 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
გიორგი მარგველაშვილი

პრემიერ- მინისტრი      მამუკა ბახტაძე
  •