მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საჯარო ინფორმაცია | სამართლებრივი აქტები | საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 11/04/02

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 11/04/02

შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
 

1. „შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 23 მარტის N104 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფისა და ლაურეატობის კანდიდატთა გამოვლენის მიზნით, დამტკიცდეს შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის კომისია (შემდეგში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
 
ნინო გედევანიშვილი - ხელოვნებათმცოდნე, კომისიის თავმჯდო-მარე
მანანა ბერიკაშვილი - საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
მანანა კორძაია - მუსიკოსი
დავით ანდრიაძე - ფილოსოფოსი
გოგი გვახარია - ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი
დავით ბუხრიკიძე - ხელოვნებათმცოდნე, კრიტიკოსი
მანანა დოიჯაშვილი - მუსიკათმცოდნე
ზურაბ კიკნაძე - ფილოლოგი, პროფესორი
ზაალ ჩხეიძე - ლიტერატურათმცოდნე.


2. კომისია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
 
გიორგი მარგველაშვილი