მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საჯარო ინფორმაცია | სამართლებრივი აქტები | საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N24/05/02

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N24/05/02

N24/05/02      2018 წლის      24 მაისი      ქ. თბილისი
 
შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების მინიჭების შესახებ
 

„შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 23 მარტის N104 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად:
 
  1. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭოთ:
  2.  
გიორგი ალექსი-მესხიშვილს - სპექტაკლის „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“ სცენოგრაფიისა და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის;

ალექსანდრე კორსანტიას - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, სერგეი რახმანინოვის, აარონ კოპლენდის ვარიაციებისა და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის;

გიორგი შხვაცაბაიას - საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალ „ამაღლებისა“ (თბილისი, გმირთა მოედანი) და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.
 
  1. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭოს გურამ დოჩანაშვილს პროზაული ნაწარმოებისათვის „ბრმადყოფილზე, და...“ (წიგნი პირველი, წიგნი მეორე), ასევე მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.
 


გიორგი მარგველაშვილი