მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

განცხადება
 
 
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის
განცხადება


„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია  სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურსს.

კონკურსის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება.

ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და მიაღწია 18 წლის ასაკს.

განცხადებები მიიღება:
 
  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის შესყიდვების უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე  2018 წლის 23 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით.
  2.  
  3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის შესყიდვების დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე 2018 წლის 23 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონულად, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge)   კანდიდატმა შესაბამის ველებში უნდა ატვირთოს:
  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის შესყიდვების უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში:
1.1  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
1.2  საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
1.3  სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
 
  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის შესყიდვების დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში:
2.1   უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2.2   საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
 
კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიოჩაწერა.
საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.

ღია კონკურსის ეტაპები:

·      I ეტაპი  გულისხმობს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;
·      II ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის შეფასება ხდება ზეპირი დავალებითა და გასაუბრებით.
კონკურისის მეორე ეტაპი გაიმართება თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (აბდუშელიშვილის ქუჩა N1).

კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადებების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

კონკურსის პროგრამა, კონკურსის ჩატარების წესი და ინფორმაცია კონკურსის მიმდინარეობის შესახებ იხილეთ:  www.hr.gov.ge და www.president.gov.ge.

კონკურსს პროფესიული საჯარო მოხელეების შესარჩევად ატარებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკონკურსო კომისია.

შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: (+995) 032 2282651