მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი 2004 -2013 წლებში
 


მიხეილ სააკაშვილი დაიბადა 1967 წლის 21 დეკემბერს საქართველოში, თბილისში.
 
განათლება
 
მიხეილ სააკაშვილმა წარჩინებით დაამთავრა კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი და შემდეგ, ედმუნდ მასკის პროგრამით ჩაირიცხა ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში. 1995 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სამართლის განხრით. იმავე წელს მიიღო საპატიო დიპლომი ადამიანის უფლებების შედარებით სამართალში, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში. 1995-1996 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურაში.


კარიერული გზა

1995 წელს მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 2000 წლის 12 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. მის სახელს უკავშირდება რეფორმები ამ სფეროში.
2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების შედეგად მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.
2003 წელს მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე გაერთიანდნენ და საზოგადოებას გაყალბებული არჩევნების გაპროტესტებისაკენ მოუწოდეს, რაც 2003 წლის ,,ვარდების რევოლუციით“ და პრეზიდენტის პოსტიდან ედუარდ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა.
2004 წლის 4 იანვარს ამომრჩეველთა ხმების 96 პროცენტით მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.
2008 წლის 5 იანვარს მიხეილ სააკაშვილი ხმათა 53,4 პროცენტით მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად და ამ მოვალეობას 2013 წლის ოქტომბრამდე ასრულებდა.
პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ტეფტის უნივერსიტეტში დაიკავა  მისთვის დაწესებული აკადემიური თანამდებობა (Senior Statesman). 2014 წელს ნიუ-იორკში მან ახალი ლიდერობის საერთაშორისო ინსტიტუტი დააარსა.
2014 წლის ზამთარში სააკაშვილი აქტიურად იყო ჩაბმული უკრაინის მაიდანზე განვითარებულ მოვლენებში. 2015 წლის 13 თებერვლიდან დაინიშნა რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად. 2015 წლის 30 მაისს კი დაინიშნა ოდესის ოლქის გუბერნატორად და ამჟამადაც ამ თანამდებობაზეა.
ჰყავს მეუღლე სანდრა რულოვსი და ორი ვაჟი - ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვებგვერდი : www.saakashviliarchive.info/ge/

 




მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია - 2004 წლის 25 იანვარი




მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია - 2008 წლის 20 იანვარი




მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 22/04/2004



მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება- 10/02/2005



მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება-14/02 2006



მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება- 15/03/2007



მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება-07/06/2008



მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება-12/02/2009



მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება-26/02/2010



მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება -11/02/2011



მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 01/ 02/ 2012




 

მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 2004 წელი

2004-წელი.pdf


მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 2005 წელი

2005-წელი.pdf

მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 2006 წელი

2006-წელი.pdf

მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 2007 წელი

2007-წელი.pdf

მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 2009 წელი

2009-წელი.pdf

მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 2010 წელი

2010-წელი.pdf

მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 2011 წელი

2011-წელი.pdf

მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 2012 წელი

2012-წელი.pdf