საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი


ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციის უფროსის მიერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.