საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი


პროტოკოლის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური, სამუშაო და გაცვლითი ვიზიტების ფარგლებში, ასევე საქართველოს მხარის მიერ ინიცირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების (მეუღლითურთ), საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების, საზოგადო მოღვაწეების, საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების, დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელების საქართველოში ოფიციალური, სამუშაო და გაცვლითი ვიზიტების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა;

გ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, დაჯილდოების ცერემონიები და სხვ.) ღონისძიებებში მონაწილეობის საპროტოკოლო უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების პროტოკოლის სამსახურებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;

ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.