საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი



საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებთან საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება, კოორდინაცია და განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტების, ბრძანებულებების, განკარგულებების, ბრძანებების, მისი განცხადებებისა და მიმართვების, ასევე ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება, პრესრელიზების, ანონსების გავრცელება, პრესკონფერენციებისა და საინფორმაციო ბრიფინგების ორგანიზების უზრუნველყოფა;

გ) ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასაშუალებებთან კომუნიკაცია;

დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის საერთაშორისო ვიზიტების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის საშუალებებით;

ე) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.