საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი


ეკატერინე ჭითაშვილი- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტის უფროსი
ეკატერინე-ჭითაშვილი.jpgეკატერინე ჭითაშვილი დაიბადა 1978 წლის 11 მაისს. იგი პროფესიით იურისტია, 2008 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობდა სულხან-საბას სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, იყო თსუ-ის ძველი ქართული ენის კათედრის ასპირანტი.
 
2004 წლიდან მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურორის აპარატის სპეციალურ განყოფილებაში, ხოლო 2005 წლიდან - გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში. 2008 წლიდან მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2009-2014 წლებში ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს.
 
2014 წლის 21 მარტიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტის უფროსად.
 
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.