საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი


ვლადიმერ ჩხარტიშვილი- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

ვლადიმერ-ჩხარტიშვილი.jpgვლადიმერ ჩხარტიშვილი დაიბადა 1978 წლის 27 დეკემბერს. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
 
2002-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს მდივანი, პარლამენტთან ურთიერთობის, სამართალშემოქმედების და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის მრჩეველი და საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველოს უფროსი.
 
2006-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილედ და ამავე სამსახურის უფროსად. 2013 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტს.
2013 წლის 23 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის უფროსად.
 
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და შვილი.