საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი


თამარ ბენაშვილი- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი
თამთა-ბენაშვილი.jpgთამარ ბენაშვილი დაიბადა 1979 წლის 3 მაისს. 1996-2000 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სახელმწიფო მართვის სპეციალობით.
 
შრომითი საქმიანობა დაიწყო 1997 წელს საქართველოს მილსადენის კომპანიაში და შემდგომ BP Exploration-ის (Caspian Sea) სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე. 2000 წლიდან ეკავა BP-საქართველოს აღმასრულებელი ასისტენტისა და მთავრობისა და საზოგადოებრივი საკითხების ოფიცრის თანამდებობა. 2002-2005 წლებში მუშაობდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის (Spie Capag – Petrofac International Ltd) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციული ოფიცრის თანამდებობაზე. 2005-2011 წლებში იყო ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს/MCG“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი. ფონდის საქმიანობის დასრულების შემდეგ, 2011-2012 წლებში, მუშაობა დაიწყო სამშენებლო კომპანიის „ნიუ-ენერჯის“ ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსად. 2012-2103 წლებში მუშაობდა სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად.
 
2013 წლის 4 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს უფროსად, 2013 წლის 20 დეკემბრიდან - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად.
 
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.