საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი


თამარ გოდერძიშვილი- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი

თამარ-გოდერძიშვილი.jpgთამარ გოდერძიშვილი დაიბადა 1964 წლის 5 სექტემბერს. უმაღლესი განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - დაამთავრა ეკონომიკისა და შემდგომ იურიდიული ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
 
შრომითი საქმიანობა დაიწყო 1987 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, სადაც 1996 წლამდე გაიარა ყველა იერარქიული საფეხური ეკონომისტიდან სამმართველოს უფროსის მოადგილის ჩათვლით. 1996-1999 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 1999-2007 წლებში - საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრი - თავმჯდომარის მოადგილე, აქედან 2005-2007 წლებში ასრულებდა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. 2008-2012 წლებში იყო ფინანსური მრჩეველი სხვადასხვა კერძო კომპანიაში. 2012 წელს დაინიშნა სსიპ „საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში“ დირექტორის მოადგილედ და ხელმძღვანელობდა საფინანსო, იურიდიულ და ადმინისტრაციულ მიმართულებებს.
 
თამარ გოდერძიშვილი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, 2006-2012 წლებში მიწვეული იყო ლექტორად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებაზე, 2009-2011 წლებში - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009 წლიდან დღემდე ასწავლის  პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტში (ACCA კურსი).
 
2014 წლის 20 მარტიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო დეპარტამენტის უფროსად.
 
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.