საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი



კარლო ცქიტიშვილი- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი


კარლო-ცქიტიშვილი.jpgკარლო ცქიტიშვილი დაიბადა 1976 წლის 5 აპრილს. დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის სპეციალობით. 1996-2000 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე. 1996-1998 წლებში სწავლობდა ფრიდრიხ-ალექსანდერის უნივერსიტეტში (გერმანია, ნიურნბერგი) გერმანისტიკის ფაკულტეტზე.
 
1998 წლიდან დაიწყო მუშაობა საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში. 2004 წლიდან 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა  საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის  პროტოკოლის განყოფილებას, ხოლო 2009 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსად. 2012-2013 წლებში იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის სამსახურის უფროსი.
 
2013 წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
 
2013 წლის 20 დეკემბრიდან დღემდე არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი.
 
ფლობს  ინგლისურ, გერმანულ და რუსულ  ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.