საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

იაკობ ედილაშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე

იაკობ ედილაშვილი დაიბადა 1979 წლის 18 აგვისტოს. 2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური iakob-edilashvili-(2).jpgუნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, 1996-2000 წლებში სწავლობდა ამავე ფაკულტეტზე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.
 
შრომითი საქმიანობა დაიწყო 2001 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე.  2005-2008 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროსი, შემდეგ - საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე.  2008-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად. 2012-2014 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოს“ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. 2014 წლის აპრილიდან აგვისტომდე იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „იუსტიციის სახლის“ ფინანსური ოპერაციების დირექტორი - ხელმძღვანელის მოადგილე. 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის 9 დეკემბრამდე  მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის  უფროსად.

2015 წლის 9 დეკემბერს იაკობ ედილაშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, ხოლო 2016 წლის 6 აპრილს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ.
 
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.