საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

გიორგი ჟურული - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის  საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
გიორგი ჟურული დაიბადა 1972 წლის 6 თებერვალს. 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი, 1995 წელს - ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მეორადი).
1993-1994 წლებში გიორგი ჟურული იყო ყოველდღიური გაზეთის „ივერია-ექსპრესის“ ეკონომიკური მიმომხილველი.
1995-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული ეკონომიკური რეფორმების საინფორმაციო ცენტრის უფროსად. 
1998-1999 წლებში მუშაობდა „საქართველოს გაზეთის“ ეკონომიკურ რედაქტორად.
2000 წელს იყო „თი-ბი-სი“ ბანკის საპენსიო პროექტის კონსულტანტი.
2001-2007 წლებში იყო „ჯი-პი-აი ჰოლდინგის“ საპენსიო ფონდის დირექტორი.
2007-2012 წლებში მუშაობდა საერთაშორისო კორპორაცია „აი-სი-არ“-ის ადმინისტრაციულ დირექტორად.
2012-2014  წლებში იყო „ევროპლანტ ჯორჯიას“ ბიზნეს კონსულტანტი.
2014 წლის 17 ივლისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს მთავარ მრჩევლად, 2015 წლის 9 დეკემბრიდან იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ადმინისტრირების განყოფილების უფროსი, 2016 წლის 6 აპრილიდან - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს უფროსი.
2017 წლის 29 ივნისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.