საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი



ივანე სულხანიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი

ივანე სულხანიშვილი დაიბადა 1980 წლის 28 მარტს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის ivane-sulkhanishvili.jpgსახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
 
შრომითი საქმიანობა დაიწყო 2001 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო განყოფილებაში. 2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროს ეკონომისტად, შემდეგ - სამმართველოს უფროსად. 2007-2008 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი.  2008-2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატში სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის შესყიდვების და მომარაგების განყოფილების უფროსი, შემდეგ - საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. 2012-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილების უფროსად. 2014-2015 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსი.
 
2015 წლის 9 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად.
 
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
 
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.