საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი


ანზორ ჩხარტიშვილი- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
 
ანზორ ჩხარტიშვილი დაიბადა 1985 წლის 11 ნოემბერს. 2007 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ anzor-chkhartishvili1.jpgურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. 2001-2003 წლებში სწავლობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებულ კოლეჯში ბიზნესსამართლის სპეციალობით.
 
შრომითი საქმიანობა დაიწყო 2007 წლიდან სსიპ „საფინანსო სააგენტოში“. 2010-2015 წლებში მუშაობდა სსიპ „ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში“ სხვადასხვა თანამდებობაზე: იყო ადმინისტრაციული სამსახურის ლოჯისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახურის ლოჯისტიკის, ადამიანური რესურსებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი; ლოჯისტიკის განყოფილების უფროსი;
 
2015 წლის პირველი დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, ხოლო 2016 წლის პირველი მარტიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსად.
 
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.