საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

ადმინისტრაცია | საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირები | საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე

ზურაბ მაჭარაძე - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე

ზურაბ-მაჭარიძე.jpgზურაბ მაჭარაძე დაიბადა 1984 წლის 19 აპრილს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2006 წელს სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, 2007-2009 წლებში კი ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სამეწარმეო სამართლის სპეციალობით. ამჟამად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
შრომითი საქმიანობა დაიწყო 2006 წელს განათლების სამინისტროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის სახელმწიფო სამსახურში. იყო საადვოკატო ფირმის - „ტაბიძე და პარტნიორები“ - ადვოკატი.
2008-2010 წლებში იმყოფებოდა იტალიაში, ქ. ბოლონიაში, სადაც სხვადასხვა დროს მუშაობდა იურიდიულ ფირმაში Studio Agazzani&Associati, საადვოკატო ფირმის „ფრანკო ლუიჯი და სტეფანო დალა ვერიტა და პარტნიორები“ იურისტად, არასამთავრობო ორგანიზაციის Amici dei Popoli ONG უცხოელთა ადმინისტრაციული და ემიგრანტთა სამართლებრივი ხელშეწყობის პროექტის კოორდინატორად, Fondazione Forense Bolognese /Ordine degli Avvocati di Bologna/ სპეციალისტად.
2011-2012 წლებში იყო სსიპ „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ საერთაშორისო ურთიერთობათა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის დირექტორი. 2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის ჯგუფის წამყვან სპეციალისტად.
2009 წელს იყო მილანის უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი. 2011-2012 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2015 წლიდან - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2012 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისიტენტ-პროფესორი.
არის ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.
2015 წლის 3 აგვისტოდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილედ.
ფლობს ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებს.