საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

სოფიკო ჯაჯანაშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი
sofiko-jajanashvili.jpgსოფიკო ჯაჯანაშვილი დაიბადა 1984 წლის 15 ოქტომბერს. 2006 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2006 წელს ბორდოში (საფრანგეთი) გაიარა დიპლომატიური ფრანგული ენის კურსები. 2007 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის პროგრამა.
2011 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, 2013 წელს - სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი) ინფორმაციისა და  კომუნიკაციის ფაკულტეტი.
შრომითი საქმიანობა დაიწყო 2006 წლიდან, პოლიტიკური პარტიის „საქართველოს გზის“ პრესსამსახურის უფროსად.
2009 წელს იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „მსოფლიოს მომავალი ლიდერების“ პროგრამის მონაწილე, 2009-2011 წლებში - არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები დემოკრატიისათვის“ დამფუძნებელი (NDI-USAID).
2011-2012 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „დედაქალაქის“ პრესმდივნად.
2012 წელს სტაჟირება გაიარა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის ფრანსუა ბეირუს პრესსამსახურში.   
2012-2013 წლებში იყო ტელეკომპანია „მაესტროს“ ევროპის ბიუროს კორესპონდენტი (პარიზი). 
2013 წლის მაისიდან მუშაობდა პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. 
2013 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მთავარ მრჩევლად, 2015 წლის პირველი მარტს - ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, ხოლო 2017 წლის პირველი იანვარს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსად.

ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.