საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი


ვახტანგ ცეცხლაძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

ვახტანგ-ცეცხლაძე-(1).jpgვახტანგ ცეცხლაძე დაიბადა 1978 წლის 30 აგვისტოს.
2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2006 წელს - ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა. გარდა ამისა, 1996-2001 წლებში სწავლობდა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგული ენის სპეციალობით. 2000 წლიდან მუშაობდა თბილისის საოლქო (სააპელაციო) სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2005-2007 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორესპონდენციის განხილვისა და ანალიზის სამმართველოს. 2007-2012 წლებში მუშაობდა კერძო სექტორში იურიდიული სფეროს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში იყო საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე.
 
ვახტანგ ცეცხლაძეს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით, 2008 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
 
2013 წლის 28 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, 2013 წლის 20 დეკემბერს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, 2014 წლის 3 ივლისიდან არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
 
ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.