საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

კახა კოჟორიძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი
კახა-კოჟორიძე.jpgკახა კოჟორიძე დაიბადა 1982 წლის 2 იანვარს. 2005 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2005-2006 წელებში სწავლობდა GIPA-ს სამართლის პროგრამაზე.  2004-2005 წლებში სტაჟირება გაიარა  საქართველოს პარლამენტში.
2005-2007 წლებში ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას, იყო ,,ადვოკატთა ჯგუფი უსუფაშვილი და ზედელაშვილის“ ადვოკატი.  2006-2015 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი და ორგანიზაციის ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ დამფუძნებელი წევრი.
 
2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადვოკატის თანამდებობაზე. 2009 წელს იმავე ორგანიზაციაში დაინიშნა იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორად და იმავე წელს არჩეულ იქნა გამგეობის წევრად.
 
2012-2014 წლებში კახა კოჟორიძე არჩეულ იქნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
 
პროფესიული კარიერის განმავლობაში კახა კოჟორიძე  მუშაობდა როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ საქმეებზე, ასევე კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი ორგანოების სისტემურ პრობლემატურ საკითხებზე. ამავე თემებზე მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ საერთაშორისო, რეგიონალურ თუ ადგილობრივ კონფერენციაში, ფორუმსა თუ სემინარში. 2013-2014 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის - „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ - თავმჯდომარე. მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საკითხებზე მონაწილეობდა არაერთი უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობაში. 2013 წლიდან არის საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
 
2009-2013 წლებში კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ადამიანის უფლებების კუთხით არის სხვადასხვა კვლევის თანაავტორი.
 
2015 წლის 13 იანვრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში.
 
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.