საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

სოფიო შამანიდი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი
სოფიო-შამანიდი.jpgსოფიო შამანიდი დაიბადა 1970 წლის 7 მარტს.  დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1999 წლიდან არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
1992 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე. ამჟამად არის ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ახალი ბერძნული ფილოლოგიის დეპარტამენტის (კათედრის) ხელმძღვანელი.
 
2003-2013 წლებში იყო კვიპროსის, ბოლონიის, მიუნხენის, ბერლინის, თესალონიკის, პიზის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი. არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და საბერძნეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. არის საქართველოს პრეზიდენტის (1996-1999, 2000-2005) და „ალექსანდროს ონასისის“ ფონდის (1998, 2010) სტიპენდიატი. 1999-2005 წლებში იყო საქართველოს ნეოგრეცისტთა ასოციაციის თავმჯდომარე; 1996 წლიდან არის საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „ბერძნული ენა საქართველოს სკოლებში“ კოორდინატორი. მუშაობდა ეთნიკური უმცირესობების უფლებების საკითხებზე სხვადახვა პროექტის ფარგლებში.
 
სოფიო შამანიდი არის 5 მონოგრაფიის, ბერძნული ენის 6 სახელმძღვანელოს, მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, ბერძნულ-ქართული და ქართულ-ბერძნული ლექსიკონების რედაქტორი.
 
2014 წლის 27 იანვარს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე.
 
ფლობს ბერძნულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და შვილი.