საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი


ფიქრია ჩიხრაძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი
ფიქრია-ჩიხრაძე.jpgფიქრია ჩიხრაძე დაიბადა 1966 წლის 27 აპრილს. 1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1990 -1993 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე.

1990 – 1996 წლებში მუშაობა დაიწყო თსუ-ს ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.
1990 წლიდან მუშაობდა თბილისის მე-2 ექსპერიმენტულ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

1994 -1995 წლებში იყო პირველი ყოველდღიური დამოუკიდებელი გაზეთის „ივერია-ექსპრესის“ მთავარი რედაქტორი.
ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდში იყო უნივერსიტეტის პრესკლუბის დამფუძნებელი, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდულ მოძრაობაში ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების აღდგენა-გადარჩენისათვის.

იყო საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი: 1995 – 1999 წლებში - დამოუკიდებელი დეპუტატი; 1999 – 2003 წლებში - ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ წევრი (ჯერ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარე); 2004 – 2008 წლებში - ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიციის“ წევრი.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო  პროტესტის ნიშნად უარი თქვა მოპოვებულ მანდატზე და პარლამენტში არ შევიდა.

1999 წლიდან 2008 წლამდე იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „სახალხო ფრაქციის“ წევრი.
2001 წლიდან იყო პოლიტიკური გაერთიანების „ახალი მემარჯვენეების“ მთავარი კომიტეტის წევრი და წლების განმავლობაში პოლიტიკური მდივანი.
2013 წლის 16 იანვრიდან 2015 წლის 10 ოქტომბრამდე იყო პოლიტიკური გაერთიანების „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე.

2015 წლის 12 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად პოლიტიკურ საკითხებში.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.