საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

მაია მელიქიძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში

maia-meliqidze.jpgმაია მელიქიძე დაიბადა 1981 წლის 26 აგვისტოს. 2000-2005 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის სპეციალობით, ხოლო 2006-2007 წლებში - ევროპის მენეჯერთა სკოლაში (ESM) ბიზნესადმინისტრირების სპეციალობით. 2007 წელს დაამთავრა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (აშშ) უცხოური ინვესტიციების კურსი.
2015 წელს სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნესსკოლაში გლობალური სტრატეგიული მართვის სპეციალობით.
შრომითი საქმიანობა დაიწყო 2003 წლიდან „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ პროექტის მენეჯერად. 2004 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა საერთაშორისო კომპანია Ernst & Young-ის უფროს აუდიტორად. 2008-2009 წლებში იყო სს „საქართველოს ბანკის“ მთავარი საგადასახადო სპეციალისტი. 2009 წლიდან 2016 წლის 1 მარტამდე მუშაობდა სს „ლიბერთი ბანკის“ საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად.
არის ილიას სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი საბანკო-საფინანსო მიმართულებით.
2016 წლის 14 მარტს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში.
ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.