საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

ადმინისტრაცია | საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები | თინათინ მჟავანაძე -საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი
თინათინ მჟავანაძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

tinatin-mjavanadze-(1).jpgთინათინ მჟავანაძე დაიბადა 1976 წლის 13 აპრილს. 1997 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი ტელე- რადიოგადაცემის წამყვან-ჟურნალისტის სპეციალობით. 1998 წელს გაიარა სტაჟირება ტელეკომპანია I არხის დილის პროგრამა „ალიონში“.
 
შრომითი საქმიანობა დაიწყო 1999 წელს ტელეკომპანია „იბერვიზიის“ საინფორმაციო სამსახურში. 2004 წლიდან იყო ქ. თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ახლების“ პრესმდივანი, 2004-2006 წლებში ხელმძღვანელობდა საპარლამენტო ფრაქციის „ახალი მემარჯვენეების“ პრესსამსახურს; 2006-2007 წლებში მუშაობდა რადიო „უცნობის“ ტელე- რადიოგადაცემების პროდიუსერად; 2007-2008 წლებში იყო პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის საორგანიზაციო და საკომუნიკაციო სამსახურის ხელმძღვანელი, 2008-2009 წლებში კი ხელმძღვანელობდა იურიდიული კომპანიის „კობალაძე კონსალტინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. 2010-2012 წლებში იყო საზოგადოებრივი მოძრაობის „დაიცავი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. 2013 წელს იყო სარეკლამო და შემოქმედებითი სტუდიის მთავარი პროდიუსერი. 2012 - 2013 წლებში იყო საქართველოს მთავრობის  კანცელარიაში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის პირველი კატეგორიის მრჩეველი.
 
2013 წლის 20 ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, 2013 წლის 20 დეკემბრიდან - საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის პრესსამსახურის (განყოფილება) უფროსად, ხოლო 2015 წლის 1 მარტიდან არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი.
 
2015 წლის 5 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
 
ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს შვილი.