მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

​გიორგი აბაშიშვილი პროექტის "Investme" პრეზენტაციას დაესწრო

​გიორგი აბაშიშვილი პროექტის "Investme" პრეზენტაციას დაესწრო

გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის “Investme” პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს მცირე ბიზნესისა და სტარტაპებისთვის ფინანსური რესურსის მოძიების ხელშეწყობას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დამსწრე საზოგადოებას, პროექტის მონაწილეებს და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა რომ სარეზერვო ფონდი განსაკუთრებით უჭერს მხარს, ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობდა ინოვაციების განვითარებას, სტარტაპებსა და ახალი იდეების ფორმირებას.
დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ერთერთი ასეთი ტიპის პრეზენტაცია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იქმნებოდა ახალგაზრდების მიერ, რომელსაც ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა დაუჭირა მხარი და ფაქტობრივად ეს არის ერთერთი ყველაზე უფრო ახალი მიდგომა, როდესაც შესაძლებელი ხდება, ადამიანებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება სხვა პროექტების დაფინანსების მიმართულებით, თავად შეაფასონ ესა თუ ის პროექტი, რამდენად ღირს, რომ დაფინანსდეს და შეიძლება თუ არა, რომ იქცეს ბიზნესად", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, „თიბისი ბანკსა“ და USAID -ს მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის. "როდესაც ბოლო პერიოდში სარეზერვო ფონდის მნიშვნელოვანი პროექტების პრეზენტაციებზე დავდივარ, „ანდერძად“ ვიბარებ ხოლმე გარკვეული ტიპის საკითხებს, როგორც მოგეხსენებათ შემდეგ თვეში ჩვენ დავტოვებთ ოფისს. ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ ასეთი ტიპის პროექტების დაფინანსება მომავალშიც გაგრძელდეს. მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდებს, რომლებმაც აღნიშნულ პროექტზე იმუშავეს და წარმატება ვუსურვო მათ",- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.