მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

​გიორგი აბაშიშვილმა „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაციის“ შესახებ კონფერენცია გახსნა

​გიორგი აბაშიშვილმა „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაციის“ შესახებ კონფერენცია გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართული კონფერენცია გახსნა, რომელიც „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაციის“ საკითხებს - საჭიროება/კვალიფიკაცია/დასაქმება შეეხო.
კონფერენცია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო“ შემაჯამებელი ღონისძიებაა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კონფერენციის მიზანი დუალური პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ საკითხზე ბიზნესის ჩართულობით მაღალი რანგის დისკუსიის გამართვა იყო.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის მიზანიც დუალურ პროფესიულ განათლებაში ჩართულ მხარეებს შორის დიალოგისა და კოორდინაციის მიზნით პლატფორმის შექმნა, ასევე,  დუალური განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ ტიპის განათლების დანერგვისთვის  ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა -განხორციელებაა. საბჭოში ჩართულები არიან, როგორც საჯარო  უწყებების, ასევე დარგობრივი ბიზნეს -ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
კონფერენციის „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ მიმდინარეობისას გაიმართა 3 პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საჯარო/კერძო სექტორების წარმომადგენლებმა  განიხილეს  საკოორდინაციო საბჭოს როლი და მიზნები, იმსჯელეს პროფესიული განათლების შესახებ კანონის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე (აღნიშნული კანონი 2018 წლის 20 სექტემბრიდან შევიდა ძალაში) და ბიზნესისა და პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლობაზე.
გარდა საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა, პროექტის ფარგლებში შედგა 19 საინფორმაციო შეხვედრა თბილისსა და რეგიონებში პროფესიული განათლების შესახებ. ასევე, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით,  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ ეტაპზე  ახორციელებს  შესაბამისობის კვლევას რეგიონული ბიზნეს- სექტორის მიერ მოთხოვნად პროფესიებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებს შორის.