მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

​პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროკავშირის დელეგაციასთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული გამოწვევების

​პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროკავშირის დელეგაციასთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული გამოწვევების გამკლავების გზებთან დაკავშირებით იმსჯელეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები ქეთი მახარაშვილი და ნათია სულავა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისებზე რეაგირების საკითხებში პედრო სერანოს შეხვდნენ.
შეხვედრისას კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს და განაცხადეს, რომ საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობის გაძლიერება. ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ჰიბრიდული გამოწვევები და კიბერსუსაფრთხოება საქართველოს ხელისუფლების მუშაობის პრიორიტეტია.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართვერლოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის უმძიმესი ფაქტების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე დღის წინ ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტზეც.
შეხვედრისას დადებითად შეაფასდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა და როგორც ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, პრეზიდენტი მიესალმება გადაწყვეტილებას ევროკავშირის მონიტორინგის მისიისათვის ვადის გაგრძელების შესახებ.
ევროკავშირის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტოტიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა.
ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქრათველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ  ამ ეტაპზე, ჟენევის საერთაშორისო მოალაპარაკებების ფორმატი ძირითადად ტექნიკურ საკითხებს იხილავს და საჭიროა, მოლაპარაკებების ფორმატის უფრო მაღალ პოლიტიკურ დონზე აყვანა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: SPCC -სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილების უფროსი  ჟან მარკ პისანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის განყოფილების უფროსის მოადგილე დირკ ლორენსი, ინტეგრირებული სტრატეგიული დადეგმვის განყოფილების ევროპის სექტორის უფროსი ქეთლინ ვერსტრეკენი და გენერალური მდივნის მოადგილის ასისტენტი პოლიტიკურ საკითხებში ესთერ ოსორიო.