მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

​პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დავით მათიკაშვილს შეხვდა

​პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დავით მათიკაშვილს შეხვდა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს დავით მათიკაშვილს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, რომელზეც მხარეები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საქართველოს პარლამენტს შორის ეფექტიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრისას განიხილეს ასევე, შემდგომი თანამშრომლობის გეგმა და პრინციპები.
დღევანდელ შეხვედრას იურიდიული კომიტეტის წევრი ანრი ოხანაშვილიც ესწრებოდა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მომდევნო კვირას პარლამენტის სხვა კომიტეტების თავმჯდომარეებსაც შეხვდება და მათთან სამომავლო თანამშრომლობის ძირითად პრინციპებს განიხილავს.