საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

​საქართველოს პრეზიდენტმა რუმინელი მთარგმნელი ვიქტორ კერნბახი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

​საქართველოს პრეზიდენტმა რუმინელი მთარგმნელი ვიქტორ კერნბახი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ცნობილი რუმინელი მთარგმნელი ვიქტორ კერნბახი ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა რუმინეთში ვიქტორ კერნბახის ოჯახის წევრს პირადად გადასცა.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, პრეზიდენტმა დააჯილდოვა პირი, რომელმაც რუმინეთისა და საქართველოს ხალხებს შორის კულტურული ხიდის როლი შეასრულა.
ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, პოლიტიკური და კულტურული კავშირები საუკუნეებს ითვლის. ორმხრივი კულტურული ურთიერთობების განვითარებაში რუმინელმა მთარგმნელმა და მწერალმა ვიქტორ კერნბახმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გასული საუკუნის მანძილზე მან მრავალი ქართული ლექსები და წიგნები რუმინულ ენაზე თარგმნა, მათ შორის ქართული შუასაუკუნეების ეპიკური პოემა "ვეფხისტყაოსანი". საქართველოში მოგზაურობის შემდეგ მან დაწერა წიგნი "მყინვარების ქვეყანა და ორანჯეები", სადაც მან განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოხატა ჩვენი ქვეყნის მიმართ.
"მისი სიყვარული და მუშაობა საქართველოს და მისი კულტურის მიმართ, მომავალი თაობების მიმართ ძალიან დაფასებული უნდა იყოს - ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა, განვამტკიცოთ ორმხრივი კულტურული ურთიერთობების უკვე არსებული ტრადიციები", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.