მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

ანა ნაცვლიშვილი - ეს არის არაფორმალური მმართველობის უმძიმესი აღიარება და დადასტურება

ანა ნაცვლიშვილი - ეს არის არაფორმალური მმართველობის უმძიმესი აღიარება და დადასტურება

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ორი მთავარი ფიგურანტის უმძიმესი აღიარება მოისმინა - ყოფილი პრემიერმინისტრისა და ყოფილი ბიზნესომბუდსმენის, ვიცეპრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ ქვეყანაში არსებობდა და არსებობს არაფორმალური მმართველობა.
"ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ქვეყნის შიგნიდან და გარედან არა ერთი გონივრული ეჭვი, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა არაფორმალურად იმართებოდა, მაგრამ ასეთი მკაფიო და ნათელი აღიარება იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუტები კი არ მართავენ, არამედ არაფორმალური მმართველობა გვაქვს ქვეყანაში, აქამდე არ არსებობდა. ეს არის უმძიმესი ფაქტი თავის მხრივ და არ მგონია, რომ თავად ამ პროცესის ფიგურანტებს ბოლომდე ჰქონდეთ ამ ეტაპისთვის გააზრებული, მათი აღიარების ძალიან მძიმე შედეგები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელმწიფოს იმიჯისთვის“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.