მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტი არაერთხელ მიუთითებდა მმართველ გუნდს, რომ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ა

ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტი არაერთხელ მიუთითებდა მმართველ გუნდს, რომ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები აცდენილი იყო მოსახლეობის საჭიროებებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ, ძალიან ღიად და მკაფიოდ სახელისუფლებო გუნდს არაერთი რეკომენდაცია და რჩევა გაეგზავნა, იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მთელი რიგი მიმართულებებით იყო სერიოზული პრობლემები და რომ მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები, იქნებოდა ეს საკანონმდებლო ინიციატივები, თუ სხვა ნაბიჯები, რომლებსაც ისინი დგამდნენ, იყო არასწორი და აცდენილი იყო იმ საჭიროებებს, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობას ჰქონდა.
"ბოლო შემთხვევას შეგახსენებთ, როდესაც ძალიან რთული ვითარება შეიქმნა და ნათელი იყო, რომ სახელისუფლო გუნდი სრულად აცდენილი იყო რეალობას და ჯიუტად უარყოფდა არსებულ, ძალიან მწვავე პრობლემებს და პრეზიდენტმა ზუსტად ამ ვითარებაზე სამსჯელოდ მიმართა მთავრობის მეთაურს, რომ მთავრობის სხდომაზე საკონსტიტუციო ფორმატში ყოფილიყო ამ საჭირბოროტო თემებზე შესაბამისი განხილვა. ამის საპასუხოდ, გახსოვთ ალბათ, სრულად არაადეკვატური პასუხი მთავრობის მხრიდან, რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, "ბატის ფრთითა და პაპირუსის ქაღალდზე" უნდა ყოფილიყო შესრულებული პრეზიდენტის ეს მიმართვა. ესეც აჩვენებდა, რომ სახელისუფლებო გუნდიო სრულად მოწყვეტილი იყო რეალობას და ამის გამოძახილია შედეგი, რომელიც არჩევნებზე დადგა“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.