მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სათათბირო ორგანო შეიქმნება

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სათათბირო ორგანო შეიქმნება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ადმინისტრაციაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სათათბირო ორგანოს ჩამოყალიბებაა, რომელიც მომავალში ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და უფლებების დაცვის მიმართულებით ინსტიტუციური ჩარჩოს მოამზადებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტმა შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისმა განაცხადა, შეხვედრაზე, რომელსაც 25-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენელი ესწრებოდა, განიხილეს სათათბიროს მუშაობის პრინციპები, შეკრებების ინტენსივობა და დაკომპლექტების წესი. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები უახლოეს მომავალში სხვადასხვა თემატურ ჯგუფებშიც გაიმართება.