მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს აზერბაიჯანში ლაშა ჟვანია აფასებს

პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს აზერბაიჯანში ლაშა ჟვანია აფასებს

საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის მიზნებსა და მნიშვნელობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია საუბრობს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნირი და მეგობარი ქვეყანაა, გარდა იმისა, რომ კავკასია ჩვენი საერთო სახლია, ჩვენი  ქვეყნები საერთო გამოწვევების წინაშე დგანან.
 
,,შეხვედრებზე განიხილება სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. თანამშრომლობისა, რომელიც საჭირო და აუცილებელია ჩვენი ქვეყნებისა და კავკასიის რეგიონისათვის, ასევე იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რის წინაშეც ჩვენი ქვეყნები დგენან", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.