მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის დაღუპვის გამო

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის დაღუპვის გამო

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, ჟურნალისტთა კორპუსს და მთელ საქართველოს.
აღნიშნული განცხადება დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო გადადო საქართველოს პრეზიდენტმა დღეს დაგეგმილი პრესკონფერენცია, რომელიც პრეზიდენტის ბრიუსელში, პირველი ვიზიტის შედეგებს ეძღვნებოდა.
"21-23 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტისას უაღრესად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები გამართა, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს უმაღლეს წარმომადგენლებთან.
თუმცა, ჩვენი კოლეგის, ლევან ჩხაიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, მართებულად მივიჩნიეთ, აღნიშნულ თემაზე დაგეგმილი პრესკონფერენციის გადადება.
პრესკონფერენცია ორშაბათს, 17:00 საათზე გაიმართება და მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მიიღონ პასუხი, ყველა მათთვის საინტერესო, კითხვაზე”, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.