მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   ​საქართველოს პრეზიდენტი მიზნად ისახავს ნატო-სთან კავშირების გაღრმავებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმა

​საქართველოს პრეზიდენტი მიზნად ისახავს ნატო-სთან კავშირების გაღრმავებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით

მაიკლ პილი და ჰენრი ფოი

საქართველოს ახალ პრეზიდენტს შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ნატო-სთან კავშირების გაღრმავება და სტრატეგიული სასწავლო ცენტრის მასპინძლობა სურს, რათა გაუმკლავდეს რეგიონულ დაძაბულობას, რომელიც გასულ წელს, მეზობლად მდებარე აზოვის ზღვაში რუსეთის მიერ უკრაინის სამი საზღვაო გემის დაკავებამ გაამწვავა.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას დასავლური მოკავშირეებისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება სხვა სფეროებშიც, მათ შორის კიბერთავდაცვის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ, მისი თქმით, თბილისი მოსკოვთან კონფრონტაციის გამწვავების მაგივრად, მის შესუსტებას ცდილობდა.
ქალბატონი ზურაბიშვილი, ყოფილი ფრანგი დიპლომატი, რომელმაც თანამდებობა ერთი თვის წინ დაიკავა, ამბობს, რომ ასევე მიზნად ისახავს შავი ზღვის ევროკავშირთან ვაჭრობის მკვეთრად გაზრდას, მწვავე საარჩევნო კამპანიის დროს მისი დაპირების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც უფრო მჭიდროდ დაუახლოვდებოდა ევროპულ ბლოკს.
მან განაცხადა, რომ ნატო-სთან თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ალიანსისა და მისი პარტნიორების შავი ზღვის რეგიონის მიმართულებით სტრატეგიული მიდგომის დასახვეწად ნატო-ს „სტრატეგიული ცენტრის“ შესაძლო დაარსება “გააუმჯობესებს ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობას ეკონომიკური თვალსაზრისით“.
„ზოგადად, რაც მეტს ვიღებთ [ნატო-სგან], უფრო მეტ უსაფრთხოების განცდას ვიღებთ“, თქვა მან ბრიუსელში გამართულ ინტერვიუს დროს, დასავლური ალიანსის, რომელთან გაერთიანებისკენაც საქართველო ისწრაფვის, შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრების წინ.
„მაგრამ ეს ასევე განხილული უნდა იყოს აზოვის ზღვის კონფრონტაციის ხარისხის გათვალისწინებით. შესაბამისად, ჩვენ ასევე გვჭირდება დაპირისპირების ხარისხის შემცირება და არა გაზრდა“. 
ნატო-ს ან ალიანსის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ნებისმიერი გაღრმავებული ურთიერთქმედება, სავარაუდოდ, მოსკოვისგან, რომელიც რეგიონს საკუთარი გავლენის სფეროდ აღიქვამს, რეაგირებას გამოიწვევს. 2008 წელს რუსული სამხედრო ძალები საქართველოსთან სასაზღვრო ომში ჩაებნენ, რამაც, მოსკოვის მხარდაჭერით, ქვეყნის ორი რეგიონის, რომელიც დაახლოებით ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედს წარმოადგენს, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებისგან მოწყვეტა გამოიწვია. რომელიც ორი ქვეყნის რეგიონების დაახლოებით მეხუთედს შეადგენდა, რომლებიც მოსკოვის მხარდაჭერით თბილისიდან დაშორდნენ.
ნოემბერში მომხდარი აზოვის ზღვის ინციდენტი, როდესაც რუსულმა ძალებმა სამი უკრაინული გემი და 24 მეზღვაური შეიპყრო, ემსახურებოდა კიევზე მოსკოვის საზღვაო დომინირების დემონსტრირებას და სხვა სანაპირო მეზობლების დაშინებას. თურქეთმა, რომელიც აქამდე შავი ზღვის გამორჩეული ძალა იყო, გააფრთხილა ყველა სანაპირო სახელმწიფოებს, რომ დაეცვათ რეგიონში სტაბილურობა.
ოთხშაბათს, ნატოს გენმდივან იანს სტოლტენბერგთან, ასევე სხვა უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებთან პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრებისას  განიხილებოდა „შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებული იდეები“, - განაცხადა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დამატებითი დეტალების გასაჯაროების გარეშე. თუმცა, მოლოდინების გამართლების აშკარა მცდელობისას, ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტრატეგიული ცენტრები არ წარმოადგენენ ნატოს სტრუქტურულ ერთეულებს და, როგორც წესი, მდებარეობენ ალიანსის წევრ ქვეყნებში.
ნატო უკვე უზიარებს საქართველოს სანაპირო დაცვას არსებულ მონაცემებს და ახორციელებს საზღვაო წვრთნებს. შარშან, ალიანსის გემებმა 120 დღე დაყვეს შავ ზღვაში, რაც 2017 წელთან შედარებით 50%-ით მეტია. ქვეყანაში მარტში ნატოსთან ერთობლივი წვრთნების ჩატარება იგეგმება.
ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას სურს გაემგზავროს ვაშინგტონში და შეხვდეს ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს ოფიციალურ პირებს, „როგორც კი მიმიწვევენ“, - განაცხადა მან, რათა შეაფასოს თეთრი სახლის მიდგომა მისი ქვეყნისა და შავი ზღვის რეგიონის მიმართ და, ასევე დაამატა, რომ საქართველო დაინტერესებული იყო მეტი გაეგო, გასულ წელს ჰელსინკში პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სადავო მოლაპარაკებების შემდეგ.
„არ ვიტყოდი, რომ ვღელავ“, - განაცხადა ქალბატონმა ზურაბიშვილმა, როდესაც მას ვკითხეთ: - იყო, თუ არა შეშფოთებული ტრამპის ადმინისტრაციის ურთიერთობაზე კრემლთან. „თუმცა, რასაკვირველია, ვიტყოდი... რომ, საჭიროა ჩვენ ანგარიში გაგვიწიონ, საჭიროა ესმოდეთ ჩვენი, რადგან, როდესაც - და თუ - ამერიკის პრეზიდენტი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ჩვენი საკითხები იყოს აქტიურად განხილული“.
კითხვაზე - იყო, თუ არა დარწმუნებული, რომ ბატონი ტრამპი ამას გააკეთებდა, მან მიპასუხა: „უკომენტაროდ“.
მოსკოვის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიამ შავ ზღვაზე ძალთა ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ შეცვალა. ნახევარკუნძულზე განთავსებული უკრაინის მოკრძალებული სამხედრო-საზღვაო ფლოტისათვის ზიანის მიყენების დამატებით, მიწის უკანონო მიტაცებამ მისცა მოსკოვს შესაძლებლობა გაზრდილ სანაპირო ზოლზე საგრძნობლად მეტი რაოდენობის გემის, რადარისა და სარაკეტო სისტემის განსათავსებლად, რამაც მიანიჭა მას დეფაქტო სამხედრო უზენაესობა ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში.
მიმდინარე კვირაში ბათუმში, ქართულ საზღვაო ქალაქში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის „დონალდ კუკი“ შემოსვლა, რუსეთის ძალების მკაცრი დაკვირვების ქვეშაა, - განაცხადა მათმა [რუსეთის] თავდაცვის მინისტრმა და ასევე, რუსი კანონმდებლების მხრიდან კრიტიკის საბაბია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა წარსულში ნატო-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, როგორც „რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის“ საპირისპირო.