საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან

ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან

- რა იყო მაღალი დონის შეხვედრაზე განხილული მთავარი თემები, რომლებზეც თქვენ რომში ყოფნისას ისაუბრეთ?
 
ძირითად თემებზე სრული ურთიერთგაგება მოხდა, რაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. საქართველო აღმოსავლურ ევროპული ქვეყანაა, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ გაერთიანებისკენ არის მიმართული.
არსებობს პრობლემური საკითხი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება. ამ ზოგადი ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობების ფარგლებში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა ხელსაყრელი შესაძლებლობის განხილვა, რაც ორმხრივ თანამშრომლობას უფრო ინტენსიურს გახდის.
საქართველოს ყველა საჭირო ინსტრუმენტი გააჩნია, რათა განაგრძოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლა: ასოციაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია, ეს ყველა ინსტრუმენტი ჩვენთვის ხელმისაწვდომია ჩვენი თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ბევრი რამაა რისი გაკეთებაც შესაძლებელია.
არსებობს სავაჭრო ურთიერთობები, ასევე კულტურისა და განათლების სფეროში განვითარების შესაძლებლობები. ამასთანავე ფაქტია, რომ საქართველო იქნება სამხრეთ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილი, სამხრეთ კორიდორის გაზის გავლით და ეს პროექტი იტალიას გარანტირებულად უზრუნველყოფს ენერგეტიკული რესურსებით.
იტალია შეიძლება უფრო მეტად ჩართული იყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის თანამშრომლობაში, ამიტომ იმედი მაქვს ჩემი ამჟამინდელი და მომავალში მაღალი დონის ურთიერთვიზიტებით ურთიერთობებს გავაუმჯობესებთ და მივცემთ იმპულსებს მეტი თანამშრომლობის მისაღწევად.
ჩვენი შეხვედრები აგრეთვე არის შესაძლებლობა პირადად ვისაუბრო საქართველოს მომავალი პოლიტიკის შესახებ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი პოზიცია წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოების კუთხით აქტიურ მხარეს.
 
- რას ფიქრობთ საქართველოსა და იტალიის შორის ორმხრივ ურთიერთობებზე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში? თუ ხედავთ რაიმე სავაჭრო განვითარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობებს ორ ქვეყანას შორის?
 
ამ წლის დასაწყისში გავმართეთ ორმხრივი ეკონომიკური ფორუმი, რომელმაც დაადასტურა, რომ არსებობს თანამშრომლობის გაზრდის შესაძლებლობები: შესაძლებელია, საქართველოს და იტალიას შორის საჰაერო ფრენების გახშირება; მიღწეული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია, რაც დამატებითი თანამშრომლობის განვითარების საშუალებას იძლევა. იტალია და მისი სხვადასხვა ეკონომიკური ოპერატორები ქართული ბაზრის ბევრ სექტორში არიან წარმოდგენილი: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ყველა ამ სექტორში მეტი განვითარებაა შესაძლებელი და უეჭველად მომდევნო წელს უსაფრთხოებისა და განვითარების ორგანიზაციაში(OSCE) თქვენი სათავეში დგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხელსაყრელი შესაძლებლობა იქნება, კერძოდ, ჩვენს რეგიონში სიტუაციის დასტაბილიზების კუთხით.
საქართველო ევროპასა და აზიას შორის ხიდის როლს ასრულებს: ვისაუბრე ენერგეტიკაზე, მეტი და მეტი ჩართულობა კასპიის ქვეყნებისა ენერგეტიკულ კორიდორში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
არამარტო ეს, აგრეთვე იმავეს ვფიქრობ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ რკინიგზაზე, მაგალითად, "ლაპის ლაზულის" რკინიგზა ავღანეთსა და თურქმენეთს შორის. ამ და სხვა სარკინიგზო მონაკვეთების კავშირს, რომელთა ნაწილი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს შეუძლიათ
ევროპა და აზია ერთმანეთთან დააკავშირონ. ბევრი შესაძლებლობაა განსავითარებელი და იმედი მაქვს ეს შეხვედრები ამ პროექტებში იტალიის მეტ ჩართულობას შეუწყობს ხელს.
 
- იტალიასთან ურთიერთობების გამყარებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და  ნატო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. რა არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწეული განვითარება? ამ კონტექსტში, რისი მიღწევაა შესაძლებელი ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება?
 
საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლურ პარტნიორობის ჯგუფში და ამიტომაც მას გააჩნია ამბიცია ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებისა.
საქართველო ევროპული ქვეყანაა, მაგრამ საჭიროებს დამატებითი ინსტრუმენტებს ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებისთვის და ამისთვის ვიმედოვნებთ, რომ აღმოსავლური პარტნიორობა შესაბამის შესაძლებლობებს მისცემს ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, რომლებსაც მიზნად ევროინტეგრაცია აქვთ დასახული.
აღმოსავლური პარტნიორობა ისეთ კონტექსტში მუშაობს, რომელშიც რაც მეტი ინსტრუმენტი იქნება ხელმისაწვდომი, მით მეტი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი.
ეს საუბარი არამარტო აღმოსავლურ პარტნიორობის ჯგუფს, არამედ ნატო-ს მომდევნო სამიტსაც ეხება. ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა დამატებითი მესიჯი გავაგზავნოთ ნატოს შავი ზღვის რეგიონში ყოფნის შესახებ. შავი ზღვა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. თუ დააკვირდებით საქართველოს სანაპირო ტერიტორიებს და რეგიონის გეოპოლიტიკას, შეამჩნევთ, რომ ქვეყანა გადაჰყურებს მნიშვნელოვან აზიურ ეკონომიკურ მხარეებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა რეგიონის მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფა. შავი ზღვის თემასთან დაკავშირებით დიალოგის გახშირება ნატო-ს კონტექსტში და ატლანტიკური ალიანსის დამატებითი საქმიანობა საქართველოში  ძალიან მნიშვნელოვანია სავაჭრო მონაკვეთების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, იმ მონაკვეთებისა, რომლებიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს ერთმანეთთან აკავშირებს და აგრეთვე მათი, რომლებიც Belt and Road -ის კონვენციის ინიციატივის ნაწილს წარმოადგენენ.
ასე, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ, იტალიის ჩათვლით, რათა წარმოვადგინოთ რეგიონის ჩვენეული ხედვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იტალიის ხელისუფლება ცნობს საქართველოს როგორც სახელმწიფოს, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების გარანტია; რომელიც ეძებს ხელსაყრელ შესაძლებლობებს ამ არეალის პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის; რომელიც კავშირებში ბევრ ინვესტიციებს დებს, როგორც კომუნიკაციების ისე ტრანსპორტირების კუთხით და რომ წარმოვადგენთ სანდო პარტნიორს, რომელიც ევროაზიური ურთიერთობების სტაბილურობას უზრუნველყოფს.
საქართველო წარმოადგენს მყარ პარტნიორს, კერძოდ იმიტომ, რომ წარმოადგენს ისეთ ქვეყანას, რომელიც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილებს: ერაყის მისიებიდან მოყოლებული, აგრეთვე ავღანეთსა და აფრიკაში საერთაშორისო ოპერაციებში ვიღებთ მონაწილეობას. ამით გიჩვენებთ, რომ გაგვაჩნია ხედვა, რომ ამ ხედვას ვუძღვნით თავს და რომ ვართ პასუხისმგებლიანი პარტნიორი. გვსურს ჩვენს პარტნიორებს ჩვენი მომავლის ხედვა წარვუდგინოთ.
 
- რუსეთის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპაცია წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის დაბრკოლებას. თუ ხედავთ ამ საკითხის მშვიდობიანი მოგვარების პოტენციალს?
 
საჭიროა მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, მაგრამ არა მგონია ამის დრო იყოს დამდგარი, რადგან არ ვფიქრობ რუსეთი მზად იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან მოსასვლელად ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ სიტუაციის მოგვარებაზე სასაუბროდ.
აშკარაა, რომ იმ მომენტს ველოდებით, როდესაც რუსეთი ამ საკითხს შეხვდება არა პროპაგანდის გზით, არამედ რუსი და ქართველი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. დღეს რუსეთი ჩვენ და ჩვენს მეზობლებს გვიყურებს მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.
ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და პროვოკაციებს არ წამოვეგოთ. დღეს აფხაზეთში სამხედრო წვრთნები განხორციელდა, ასეთი ფაქტები ყოველ დღე ხდება, ისევე როგორც ყოველ დღე ახალი მავთულხლართები კეთდება ჩვენს ტერიტორიაზე; სადემარკაციო ხაზის იქით ხალხია ბლოკირებული. ყველა ეს ფაქტორი წარმოადგენს პროვოკაციას, მაგრამ ჩვენ მშვიდობიანი სტრატეგია გაგვაჩნია და ველოდებით იმ მომენტს, როდესაც შესაძლებელი იქნება ამ პოლიტიკის წარდგენა და ხალხის კეთილდღეობაზე საუბარი ჩვენს პარტნიორებთან ერთად. სანამ ეს მომენტი დადგებოდეს, მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების მყარი და უდავო მხარდაჭერა, რომელთაც საერთაშორისო სამართლის დაცვის სწამთ და ამიტომაც ვაფასებთ იტალიის მყარ პოზიციას, რომელიც არ ცნობს რუსეთის პოლიტიკას რეგიონში.
ამგვარი პოლიტიკა არამარტო საქართველოსთვის, არამედ ყველა ჩართული ქვეყნისთვის უარყოფითია, ამით სავაჭრო და კომუნიკაციების პრობლემები იქმნება და ის წარმოადგენს გაურკვევლობის წყაროს აგრეთვე ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.
 
- რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს ახალმა საკონსტიტუციო კანონმა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე?
 
კონსტიტუცია მიმართული უნდა იყოს უკეთესი სტანდარტების მიღწევისკენ. პირველ რიგში მჯერა, რომ ევროპული ქვეყანა და ევროპულ საზოგადოება ვართ, მაგრამ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ევროპული ტიპის ინსტიტუტები და იმედი მაქვს ეს ძალიან მალე მოხდება. ერთ-ერთი მთავარი ეჭვი, რაც გამაჩნია ახალი კონსტიტუციის მიმართ დაკავშირებულია ზოგიერთი ცვლილების 2024 წლამდე ძალაში შესვლის  გადადებასთან.
მსურს, რომ ეს ცვლილებები უფრო სწრაფად განხორციელდეს, თუნდაც 2020 წელს. ამ საკითხთან დაკავშირებით შიდა დიალოგი ჩვენს საზოგადოებასთან ინტენსიურად მიმდინარეობს და მეც ამ დებატების მონაწილე ვარ, ის მონაწილე, რომელიც მიმართულია რეფორმირების პროცესის დაჩქარებისკენ.

Speciale infrastrutture: Italia-Georgia, presidente Margvelashvili a "Nova" parla di cooperazione bilaterale in tutti i settori