მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   სალომე ზურაბიშვილი: ხვალინდელ ევროპას პარტნიორები დიდი ბრიტანეთიდან - საქართველომდე სჭირდება

სალომე ზურაბიშვილი: ხვალინდელ ევროპას პარტნიორები დიდი ბრიტანეთიდან - საქართველომდე სჭირდება

LE MONDE |Salomé Zourabichvili: L’Europe de demain aura besoin de tous, de la Grande-Bretagne à la Géorgie 

 

ევროპა კრიზისშია და მაინც საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ არის განსაზღვრული. მაშინ როდესაც, ევროკავშირის მოქალაქეებს მაისში, საკუთარი ხედვის წარდგენა მოუწევთ ევროპული მომავლის მიმართ, საქართველოს მოქალაქეებს საჭიროა ევროპისკენ გზა გაეხსნათ. საქართველოს პრეზიდენტად ჩემი არჩევა {2018 წლის 28 ნოემბერი}, ქართევლების მხრიდან, ევროსკეპტიკული პოლიტიკის, საპირისპირო პოზიციის გამოხატულებაა. გამარჯვება ევროპული კამპანიის შედეგი გახლდათ, რომელიც ევროპის დროშის ქვეშ მიმდინარეობდა და მთლიანად ერთ მიზანს ემსახურებოდა: ევროპაში შესვლა.

საქართველო პარადოქსულ მდგომარეობაშია: მდებარეობს ევროპის ზღვარზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ოცნებობს ევროპაზე. ევროპელები კი ეჭვის ქვეშ არიან. საქართველო არ ზომავს ევროპული პოლიტიკის ყოველდღიურ სირთულეებს, რომელიც მოიცავს კომპრომისებს, სუსტ პროგრესს და სასიცოცხლო კრიზისებს, ევროპული ისტორიის შექმნის მაჩვენებლებს. ეს არის მისი სიძლიერე; აკვირდება რა ევროპას გარედან.
საქართველო არის შავი ზღვის ქვეყანა, რომელსაც ჩრდილოეთით რუსეთი ესაზღვრება, თურქეთი სამხერთით და აღმოსავლეთით ირანი {სომხეთის მოსაზღვრე}, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაზე მეტს წარმოადგენს და შესწევს უნარი ალტერნატიული პოლიტიკური სისტემების შედარების, მიუხედავად იმისა, რომ არ ვცხოვრობთ მის წიაღში.  ქართველი ხალხის მოსაზრება კვლავ ცხადია: წლებში ყოველგვარი უკუვარდნის გარეშე, საქართველომ 80%-ით მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანების იდეას და ევროპულ პერსპექტივაზე და მასში ინტეგრაციის საკითხზე განაცხადა ქვეყნის კონსტიტუციაში!

გაცხადებული ევროპული იდენტობა

ევროპული არჩევანი მარტივად განისაზღვრა. ევროპა არის თავისუფლების სინონიმი: 70 წლიანი ტოტალიტარული საბჭოთა კონტროლისა და 30 წლიანი დემოკრატიული პროგრესის შემდეგ ევროპული მისწრაფება არის ლიბერალური დემოკრატიისკენ მიმართული. ევროპა წარმოადგენს საერთო კულტურას: ოქროს საწმისის მიწა {თქმულება ბერძნული მითოლოგიიდან, იასონის ძიების თაობაზე, რომელსაც არგონავტები ეხმარებოდნენ}, მე-5 საუკუნის ქრისტიანობის დამაკავშირებელი ადრეული ხიდი, ღვინის ცივილიზაციის აკვანი - ეს ყველაფერი ნათელი მაგალითია ევროპული იდენტობის. ჩვენ ვფლობთ ევროპულ ღირებულებებს, რაც მოიცავს ქართულ ტოლერანტობას - რომელიც გამოირჩევა, თუნდაც ებრაელი ერის მიმართ, საუკუნეების მანძილზე, კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით, ყოველგვარი ანტისემიტიზმის გამოხატვის გარეშე, - რაც გვსურს განვათავსოთ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში.

ევროპა გულისხმობს, როგორც პროგრესს, ასევე დაცვის უზრუნველყოფას. ევროპისკენ მიმავალი გზა გულისხმობს კონკრეტულ მიღწევებს, რომელიც აღქმადია თითოეული მოქალაქის მიერ, იმ ქვეყანაში სადაც კვლავ არსებობს საბჭოთა მემკვიდრეობა: ევროპული ბაზრის ღიაობა გვთავაზობს ახალ კომერციულ შესაძლებლობებს, ერასმუსის პროგრამაში ჩართულობა, ახალგაზრდა თაობას  განათლების მიღებაში ეხმარება. ევროპული რეგულაციების დანერგვა ჩვენს მომხმარებლებს იცავს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკებისგან. ასევე, ევროპასთან დაახლოება მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კუთხით. სწორედ, ევროკავშირში საფრანგეთის პრეზიდენტობამ 2008 წელს რუსეთის ინტერვენცია შეაჩერა, რომლებსაც შესაძლოა თბილისამდე მიეღწიათ, მსგავსი სახის დიპლმატიური მობილიზაციის გარეშე; ასევე, ევროპამ მოახდინა მობილიზება და სტაბილიზაციის მისია გაგზავნა, რათა დაიცვას საქართველოს ტერიტორიები რუსეთისგან, რომლის 20% კვლავ რუსული ჯარის მიერ არის ოკუპირებული.
მაინც, საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი. ეს პროცესი შეჩერებულია გაფართოების საზღვრებიდან გამომდინარე. ჩვენ გვსურს ევროპის წარმატება, ვიცით, რომ გაფართოება ევროპელი ხალხის სრული ერთსულოვნების საფუძველზე არის შესაძლებელი. ჩვენი არსებობა კი გაფართოების პოლიტიკისთვის სასარგებლოა. გაფართოების პოლიტიკის შეზღუდვა მიმართულია ევროსკეპტიციზმის გასაძლიერებლად ევროპის შიგნით, ის ხელს უწყობს საზღვრების საჭიროების და კავშირის იდეას ეწინააღმდეგება. ისინი გაურბიან იმ რისკებს, რაც ევროკავშირის გარეთ არსებობს; გაურბიან ისეთ ქვეყანას, რომელიც შეყვარებულია ევროპაზე, როგორიც არის საქართველო.

პრეზიდენტ მაკრონისსასარგებლოინიციატივა

ბრექსიტი კრიზისია გაფართოებისთვის, რომელიც გენერალმა დე გოლმა ივარაუდა. ის ზღუდავს ევროპას. პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა {წერილში, რომლითაც 5 მარტს ევროპის მოქალაქეებს მიმართა} არის სასარგებლო იმ მხრივ, რომ იძლევა დიალოგის შესაძლებლობას ევროპის განახლებასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ მოხდეს ევროპის განახლება წინ, ევროპის შიგნით, დამატებითმა ანსამბლიებმა უნდა წამოიწიონ. ევროპა უნდა იყოს ერთიანი და განუყოფელი. ხვალინდელ ევროპას სჭირდება ყველა: დაწყებული საპარლამენტო დემოკრატიის კედლებიდან, როგორიც არის დიდ ბრიტანეთში -  ტოლერანტობის აკვნამდე, როგორიც არის პატარა საქართველო.
ამ დებატების მსვლელობისას, საქართველოს გაცხადებულად სურს იყოს ლაბორატორია ახალი ევროპისთვის. ხვალ, საჭიროა ვიფიქროთ შევქმნათ ახალი კანდიდატის სტატუსი, რომელიც შესთავაზებს საქართველოს მეტ ევროპას და დასაბამს დაუდებს ევროპას ლიბერალური დემოკრატიით და ჰუმანისტური ღირებულებებით.
ევროპული არჩევნების შემდეგ და „ევროპის კონფერენციამდე“ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე აღინიშნება ბათუმში, რომელიც პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით იმართება. საქართველო ელის მონაწილეობა მიიღოს ამ ევროპული აღორძინების პროცესში, მასში წვლილის შეტანით.